ავტორიზაცია
 
რეგისტრაცია : პაროლის აღდგენა
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      
ნამუშევრების დიდი ნაწილი საქართველოში პირველად იქნება გამოფენილი

თბილისის სააუქციონო სახლი წარმოგიდგენთ თანამედროვე ქართველ მხატვართა ერთობლივ გამოფენას, რომელზეც წარმოდგენილი იქნება 17 ავტორის მიერ სხვადასხვა პერიოდში შესრულებული როგორც ფერწერული, ასევე გრაფიკული ნამუშევრები, რომელთა დიდი ნაწილი საქართველოში პირველად იქნება გამოფენილი. ამ ექსპოზიციით თბილისის სააუქციონო სახლი აღნიშნავს გალერეის გახსნას. ექსპოზიცია გაყოფილია ორ ნაწილად და შესაბამისად წარმოდგენილი იქნება როგორც სააუქციონო სახლში, ასევე სააუქციონო სახლის გალერეაში (კოტე აფხაზის ქ. # 44);
გამოფენა გაიხსნება თბილისის სააუქციონო სახლში 2009 წლის 4 დეკემბერს 18:00 საათზე. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება იხილოს: ავთო გურგენიძის, ანტონ ბალანჩივაძის, ბექა სვირავას, გიორგი აფციაურის, გიორგი გაგოშიძის, გოგა ჯაფარიძის, დავით სილაგაძის, კახა დემურაძის, კოკი ციხელაშვილის, შოთა შარაშენიძის, ჯარჯი ჯანდიერის, თინათინ ჩხიკვიშვილის, თუთუ კილაძის, მაია ბარათაშვილის, მაკა ბატიაშვილის, ნინი კოვზირიძის და რუსიკო ჩიკვაიძის ნამუშევრები.
თბილისის სააუქციონო სახლში ექსპოზიციის ხილვა შესაძლებელი იქნება 4 დეკემბრიდან 15 დეკემბრამდე (10:00-18:00 სთ.) ვაჟა-ფშაველას გამზ.71;
სააუქციონო სახლის გალერეის ექსპოზიცია დამთვალიერებელს მიიღებს 4 დეკემბრიდან (12:00-22:00 სთ.); კოტე აფხაზის ქ. 44 (ყოფილი ლესელიძე)

უკან
ბეჭდვა
Created By: Pro-Service Copyright © 2018 Tbilisi Auction House. All Rights Reserved.