ავტორიზაცია
 
რეგისტრაცია : პაროლის აღდგენა
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      
სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალი და აღნიშნული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება 2009 წლის 15 დეკემბერს 17:00 საათზე, თბილისის სააუქციონო სახლში, მისამართზე: ვაჟა-ფშაველას გამზ.71; II სართ. ტელ: 207307;

                            მოკლე აღწერა 
  
       2009 წლის მარტიდან ივნისის ჩათვლით წეროვანში მიმდინარეობდა სოციალური პროექტი. პროექტი ინიცირებული გახლდათ ელიზაბეტ გასტის ხელოვნების ფონდის (გერმანია) და სამხატვრო აკადემიის ერთობლივი ძალისხმევით. მონაწილეობდნენ ფერწერის მე-4 კურსის სტუდენტები გოგა ჯაფარიძისა და კაკი ინანიშვილის ხელმძღვანელობით. პროექტის მთავარი დანიშნულება იყო ხელოვნების სხვადასხვა ფორმების (ფერწერა, ხატვა, ძერწვა და ა.შ) დახმარებით განეხორციელებინათ ომის შედეგად დაზარალებული დევნილი ბავშვების ერთგვარი ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია. პროექტის ხელმძღვანელები ატარებდნენ სტუდენტებთან შესაბამის ტრენინგებს. მთელი პროექტის განმავლობაში სტუდენტები პერმანენტულად ჩადიოდნენ წეროვანში და მუშაობდნენ #2 სკოლის დევნილ და ადგილობრივ ბავშვებთან. სრულდებოდა სხვადასხვა ტიპის ნამუშევრები სხვადასხვა მასალებში. პროექტის სრულფასოვან განხორციელებას აგრეთვე ხელი შეუწყო წეროვანის #2 სკოლის ხელმძღვანელობამ. პროექტის დამთავრებისთანავე წეროვანში მოეწყო შედეგების დემონსტრირება (გამოფენა). დღევანდელი გამოფენა ასახავს სტუდენტების მიერ ბავშვებთან ურთიერთობის დროს მიღებული ერთგვარი გამოცდილების და პირადი შთაბეჭდილებების სინთეზს.
 
                          

უკან
ბეჭდვა
Created By: Pro-Service Copyright © 2018 Tbilisi Auction House. All Rights Reserved.