1. რა არის ინტერნეტ აუქციონი?
    ინტერნეტ აუქციონი წარმოადგენს აუქციონს, სადაც ცოცხალი აუქციონის მსგავსად , აუქციონის დასრულებამდე შეგიძლიათ განათავსოთ ბიდი და ინტერნეტით ივაჭროთ თქვენს მიერ არჩეულ ნივთზე.
    ამას გარდა, თუ თქვენ გაქვთ სურვილი აუქციონში მონაწილეობის გარეშე შეიძინოთ ნივთი, აირჩიეთ თბილისის სააუქციონო სახლის მიერ ფიქსირებული გასაყიდი ფასი და გახდით ნივთის მფლობელი.
  2. სავალდებულოა თუ არა რეგისტრაციის გავლა აუქციონზე გასაყიდი ნივთების დასათვალიერებლად?
    აუქციონზე გასაყიდად წარმოდგენილი ნივთების დათვალიერება შესაძლებელია რეგისტრაციის გავლის გარეშე.
  3. არის თუ არა მომხმარებლის კონფიდენციალურობა დაცული?
    მომხმარებლის კონფიდენციალურობა სრულად არის დაცული თბილისის სააუქციონო სახლის მიერ.
  4. თბილისის სააუქციონო სახლს ჰყავს საკუთარი ექსპერტები?
    თბილისის სააუქციონო სახლი თანამშრომლობს დამოუკიდებელ ექსპერტებთან.
  5. როგორ გავყიდი ნივთს თბილისის სააუქციონო სახლში, თუ ნივთი დიდი მოცულობისაა?
    ჩვენ დაგითქვამთ შეხვედრას და ექსპერტი ადგილზე მოინახულებს ნივთს.

 

Created By: Pro-Service Copyright © 2018 Tbilisi Auction House. All Rights Reserved.