• GEO
  • ENG



    თბილისის სააუქციონო სახლში ფუნქციონირებს თანამდეროვე საგამოფენო დარბაზი.

    დარბაზის ძირითადი  ფუნქციაა ფართო აუდტორიას წარუდგინოს აუქციონზე ლოტებად გასატანი ნივთები.
    აუქციონის ორგანიზატორი უზრუნველყოფს და საშუალებას აძლევს აუქციონში მონაწილეობით დაინტერესებულ ყველა პირს, გაეცნოს გასაყიდად გამოტანილ ნივთებს წინასააუქციონო გამოფენაზე.

    ნამუშევრები დარბაზში  გამოიფინება აუქციონამდე ათი დღით ადრე.
    საგამოფენო დარბაზს მოემსახურება კვალიფიციური გიდი, რომელიც დამთვალიერებელს მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას მისთვის საინტერესო ნივთის შესახებ.

    საგამოფენო დარბაზი დამთვალიერებელს სთავაზობს სასიამოვნო გარემოს და მყუდრო ატმოსფეროს.
    საგამოფენო დარბაზში ფუნქციონირებს მუდმივმოქმედი გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი ნივთების  შეძენა სამუშაო დღის განმავლობაში  არის შესაძლებელი.

    პერიოდულად  საგამოფენო დარბაზი  დაეთმობა სხადასხვა სოციალურ პროექტებს და საქველმოქმედო გამოფენა -გაყიდვებს.
    თითოეული გამოფენილი ნიმუშის დაცვა-შენახვა განხორციელდება ყველა უსაფრთხოების წესის დაცვით .

    Created By: Pro-Service Copyright © 2019 Tbilisi Auction House. All Rights Reserved.