თბილისის სააქციონო სახლი პატივს სცემს  თანამშრომლობის პრინციპებს. თავის საქმიანობაში, უპირატესობას საქმიანი ურთიერთობების, ზოგადი ეთიკის და საკონტრაქტო პირობების პატივისცემას ანიჭებს.

ჩვენ გთავაზობთ ურთიერთობების  ექსკლუზიურ ფორმას, რაც მომგებიანი იქნება, როგორც კომპანიისათვის, ასევე ჩვენი თანამშრომელი ორგანიზაციებისათვის და პირველ რიგში  კი მაქსიმალურად ხელსაყრელი თავად მომხმარებლისთვის.

ამჟამად კომპანია აქტიურად თანამშრომლობს კერძო ექსპერტებთან,  საექსპერტო ორგანიზაციებთან, იურიდიულ და სადაზღვევო კომპანიებთან, სახელმწიფო ინსტიტუტებთან, მუზეუმებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ფონდებთან.

კომპანიის თანამშრომლები ცდილობენ დახვეწონ კლიენტთან ურთიერთობა და სააუქციონო სახლის ნებისმიერ მომხმარებელს შესთავაზონ  მომსახურების სრული პაკეტი. გაუმარტივონ სხვადასხვა ოპერაციის შესრულება. (ნივთის საექსპერტო შემოწმება, დაზღვევა, იურიდიული მომსახურება და ა.შ.)

კომპანიონის შერჩევისას პირველ რიგში ყურადღებას ვაქცევთ ორგანიზაციის რეპუტაციას და მის გამოცდილებას. უპირატესობას ვანიჭებთ იმ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელსაც პარტნიორი ორგანიზაცია იყენებს თავის საქმიანობაში. ჩვენი თანამშრომლობა ეყრდნობა ინფორმაციის გამჭვირვალობის პრინციპს.

საფრანგეთში თბილისის სააუქციონო სახლის წარმომადგენელი არის ბრუნო მასა, საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ. (00 33) 6 61 00 10 33, ელ.ფოსთა:bruno@galeriebrunomassa.com

თანამშრომლობით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოგვმართონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@auctionhouse.ge

 

Created By: Pro-Service Copyright © 2017 Tbilisi Auction House. All Rights Reserved.