• ·         რა არის ინტერნეტ აუქციონი?

 

ინტერნეტ აუქციონი არის აუქციონის ისეთი ფორმა, რომელიც ინტერნეტ სივრცეში იმართება და მომხმარებელს ინტერნეტის საშუალებით შეუძლია მასში მონაწილეობის მიღება.

 

  • ·         როგორ მივიღო მონაწლეობა ინტერნეტ აუქციონში?

 

მომხმარებლს, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ინტერნეტ აუქციონში, საიტზე უნდა გაიაროს რეგისტრაცია. მოიძიოს სასურველი ნივთი, გადაიხადოს ლოტზე მითითებული საგარანტიო თანხა. ამის შემდეგ მომხმარებელი შეძლებს სასურველ ლოტზე ბიჯის დადებას. აუქციონში გამარჯვებული იქნება ის, ვინც ლოტის შესყიდვაზე ყველაზე მაღალ ფასს დააფიქსირებს.

 

  • ·         სად შემიძლია ვნახო აუქციონის შედეგები?

 

აუქციონის შედეგების ნახვა შეგიძლიათ შედეგებში, სადაც განთავსებულია ყველა დასრულებული აუქციონი.

 

  • ·         შემიძლია თუ არა შეძენამდე ვნახო ნივთი?

 

სარეალიზაციოდ წარმოდგენილი ზოგიერთი ტიპის ნივთის დათვალიერება შესაძლებელია, მაგ: ხელოვნების ნიმუშის შეძენამდე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის ტელეფონის ნომერზე 2 207 307 ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე info@auctionhouese.ge და დაგეგმოთ ვიზიტი ნივთის დასათვალიერებლად.

 

 

  • ·         აუქციონში გამარჯვების შემდეგ რამდენი ხანი მაქვს თანხის გადასახდელად?

 

აუქციონში გამარჯვების შემდეგ თქვენ გაქვთ 10 კალენდარული დღე თანხის სრულად დასაფარად.

 

  • ·         გაქვთ თუ არა მიტანის სერვისი?

 

საკურიერო მომსახურება შპს „თბილისის სააუქციონო სახლს“ აქვს მხოლოდ თბილისის მასშტაბით. ნივთის შემძენს შეუძლია მონიშნოს კურიერის მომსახურება და მიწოდების საფასური გადასახდელ ღირებულებას დაემატება. თუ შემძენს სურს თბილისის გარდა ნებისმიერ სხვა ადგილზე ნივთის მიტანა, ჩვენ შეგვიძლია ვურჩიოთ სხვადასხვა საკურიერო კომპანიები და დავაკავშიროთ მათთან.

 

  • ·         სავალდებულოა თუ არა რეგისტრაციის გავლა აუქციონში მონაწილეობის მისაღებად?

 

ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია დარეგისტრირება.

საკონტაქტო ინფორმაცია
  • თბილისი 0186, ვაჟა-ფშაველას #71, სართული 1, ოფისი 35/1
  • 2 207 307
  • info@auctionhouse.ge