მარიამ შაქარაშვილი. მეხსიერება
ლოტის #:
1753
დაწყება/დასრულება
2020-08-03 12:00:00 - 2020-08-10 12:00:00
სტატუსი
დასრულებული
გამყიდველი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი

ავტორი: მარიამ შაქარაშვილი

სათაური: მეხსიერება

ზომა: 85 x 110 სმ.

მასალა: ტილო, აკრილი

მდგომარეობა: კარგ

 

ბიოგრაფია:

მარიამ შაქარაშვილი დაიბადა 1993 წლის 13 აპრილს.  

2011-2017 წლებში განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე ფერწერის მიმართულებით.

ამჟამად, ის არის არის  დრეზდენის საერთაშორისო გამოფენა „კულტურა-სინქრონის"  სამხატვრო ხელმძღვანელი; მოწვეული პედაგოგი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში; „ალეკო ადამიას სახელობის სტიპენდიის" ხელმძღვანელი; ასევე, ხატვისა და ფერწერის ყოფილი პედაგოგი თბილისის სამხატვრო სასწავლებელში.

მონაწილეობა აქვს მიღებული პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებსა და პერფომანსებში საქართველოსა და უცხოეთში. მათ შორის: 2017 წელს თბილისში „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი" - "არტ გალერეა ვაკე"; 2016 წელს „იყო და არა იყო რა" - აფხაზეთის კულტურისა და განათლების სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეა; 2015 წელს "ციფრული ტერიტორია" - არტ გალერეა Silk; 2015 წელს  „ჰო" - თბილისის სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტი; 2019 წელს სერბეთში საერთაშორისო გამოფენა „ხელოვნება საზღვრებს გარეშე" - ბელგრადის ნაციონალური გალერეა; გამოფენა „კულტურა/სინქრონი" - დრეზდენი, გერმანია - ფესტივალი Palais Sommer; 2017 წელს ინკლუზიური პროექტები „მე ვხედავ თითებით" - თბილისისა და ბათუმის მუზეუმებში; 2017-2019 წელს თბილისსა და ბათუმში პრინტის საერთაშორისო ფესტივალი LIFE'N'STYLE; 2018 წელს თბილისში Seen - გალერეა „წითელი კვადრატი"; პერფონმანსები 2018 წელს „ეს დროშა მშვიდობაში" (მიეძღვნა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას); 2017 წელს „გრძნობების დამლაგებელი" - ქ. გორის ხელოვნების სახლი; 2017 წელს  „უსაფრთხო მიგრაცია" International Organization of Migration.

 

1.ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი
2.საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი
3.საბანკო გარანტიის გამოყენების მეთოდი


ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდა

სრული და საგარანტიო თანხის გადახდა მომხმარებლისათვის შესაძლებელია ბანკში ნაღდი ფულით, შპსთბილისის სააუქციონო სახლის“ (. 204545974) შემდეგ საბანკო ანგარიშებზე:
1. სსსაქართველოს ბანკისანგარიშის ნომერზე - GE36BG0000000305665301

2. სსთიბისი ბანკისანგარიშის ნომერზე - GE62TB7538936050100003

3. სს "ბაზის ბანკის" ანგარიშის ნომერზე - GE92BS0000000002336401

 

 ამასთან, მომხმარებელმა საბანკო გადარიცხვისას დანიშნულებაში უნდა მიუთითოს საიტზე რეგისტრაციის დროს მითითებული ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) და ლოტის ნომერი, რომელზეც სურს ვაჭრობა.
მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ანგარიშზე თანხის ასახვას შესაძლოა დასჭირდეს გარკვეული დრო და იგი თანხის გადახდისთანავე ვერ დაიწყებს ვაჭრობას.
მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა აქვს გადახდის ქვითარი წარმოადგინოს თბილისის სააუქციონო სახლში, თუ თანხა ანგარიშზე არ არის ასახული.


საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს საკრედიტო ბარათით გადაიხადოს სრული და საგარანტიო თანხა. (ლიმიტი 50 000 ლარი) საკრედიტო ბარათით ანგარიშსწორების არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი ლოტის გვერდიდან გადადის საკრედიტო ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.
ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის ანგარიშზე.
გამარჯვებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება. დამარცხებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება.
თანხის განბლოკვა მოხდება აუქციონის დასრულებიდან 48 საათის განმავლობაში. ბანკის საკომისიო შეადგენს 0.50 თეთრს.

მომხმარებლის საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო/დარჩენილ თანხას დამატებული ბანკის საკომისიო, რომელიც დადგენილია ყველა პარტნიორი ბანკის მიერ და მითითებულია გადახდის პროცედურის დროს. აღნიშნული საკომისიო მომხმარებელს ანგარიშიდან ჩამოეჭრება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაიმარჯვებს აუქციონში, სხვა შემთხვევაში ჩამოეჭრება ბანკისმიერ დადგენილი თანხის განბლოკვის საკომისიო.


საბანკო გარანტიის გამოყენებით გადახდა

მომხმარებელს აუქციონში მონაწილეობის საგარანტიო თანხა შეუძლია გაააქტიუროს საბანკო გარანტიის გამოყენებით. საბანკო გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკების მიერ. მომხმარებელმა საბანკო გარანტიის ორიგინალი უნდა წარადგინოს შპსთბილისის სააუქციონო სახლშიაუქციონის დასრულებამდე 30 წუთით ადრე. საბანკო გარანტიის ვადა არ უნდა იყოს მისი გაცემიდან 30 კალენდარულ დღეზე ნაკლები.