სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შენობით მდებარე თელავი, სოფელი ყარაჯალა
ლოტის #:
1906
დაწყება/დასრულება
2020-09-02 16:00:00 - 2020-09-04 12:00:00
სტატუსი
გაყიდულია
გამყიდველი
შპს "კონსალტინგ გრუპს"
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
ბიჯების ოდენობა

ქვეყანა
საქართველო
ქალაქი
თელავი
რაიონი
სოფელი ყარაჯალა
გადახდის პერიოდი
2
საქმის ნომერი
917
მიწის ფართობი: (მ2)
494
შენობის ფართობი: (მ2)
156
საკადასტრო კოდი
53.10.40.175
საბანკო გარან. დღეების რაოდ.
15
სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობი: 494.00 კვ.მ ზედ არსებული შენობა-ნაგებობით:N1, N2, სხვა ფართი:საერთო ფართი N1-156 კვ.მ., N2-67 კვ.მ. მდებარე თელავი, სოფელი ყარაჯალა

 

აუქციონის პირობები:  

ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს კრედიტორს, მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს.

ბ) აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით :

1. ნაღდი ანგარიშსწორებით TBC  ბანკში და საქარველოს ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით

2. უნაღდო ანგარიშსწორებით www.auctionhouse.ge -ს ვებ გვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე

3. www.auctionhouse.ge -ს ვებ - გვერდიდან პლასტიკური ბარათით

გ) იმ შემთხევაში, თუ აუქციონზე საწყისი ფასი არის 100 000 ლარამდე, ბიჯის ოდენობა განისაზღვრება - 100 ლარის ოდენობით; 100 000 ლარიდან 500 000 ლარის ჩათვლით  - 500 ლარის ოდენობით; ხოლო, 500 000 ლარზე მეტის შემთხვევაში - 1000 ლარის ოდენობით; აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს.

დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეცილისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 2 საბანკო დღის მანძილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი.

ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს ”კონსალტინგ გრუპს” მასზე გადასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.

ვ) იმ შემთხვევაში თუ მიწის ნაკვეთის (ქონების) სტატუსი რეალიზაციის მომენტისათვის წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეოს, მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს; ასეთ შემთხვევაში აუქციონში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს იმის დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ იგი აკმაყოფილებს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს;

 

ყურადღება: ქონების რეალიზაცია შესაძლებელია თავიდან იქნას აცილებული, თუ ნებისმიერი პირი (მათ შორის მსესხებელი, უძრავი ქონების მესაკუთრე ან/და სხვა დაინტერესებული პირი) აუქციონის დაწყებამდე განახორციელებს მსესხებლის მიერ კრედიტორს მიმართ არსებული სასესხო და მასთან დაკავშირებული ხარჯების დავალიანების სრულად დაფარვას.

ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.

დამატებიტი ინფორმაცია

1.ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი
2.საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი
3.საბანკო გარანტიის გამოყენების მეთოდი


ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდა

სრული და საგარანტიო თანხის გადახდა მომხმარებლისათვის შესაძლებელია ბანკში ნაღდი ფულით, შპსთბილისის სააუქციონო სახლის“ (. 204545974) შემდეგ საბანკო ანგარიშებზე:
1. სსსაქართველოს ბანკისანგარიშის ნომერზე - GE36BG0000000305665301

2. სსთიბისი ბანკისანგარიშის ნომერზე - GE62TB7538936050100003

3. სს "ბაზის ბანკის" ანგარიშის ნომერზე - GE92BS0000000002336401

 

 ამასთან, მომხმარებელმა საბანკო გადარიცხვისას დანიშნულებაში უნდა მიუთითოს საიტზე რეგისტრაციის დროს მითითებული ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) და ლოტის ნომერი, რომელზეც სურს ვაჭრობა.
მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ანგარიშზე თანხის ასახვას შესაძლოა დასჭირდეს გარკვეული დრო და იგი თანხის გადახდისთანავე ვერ დაიწყებს ვაჭრობას.
მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა აქვს გადახდის ქვითარი წარმოადგინოს თბილისის სააუქციონო სახლში, თუ თანხა ანგარიშზე არ არის ასახული.


საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს საკრედიტო ბარათით გადაიხადოს სრული და საგარანტიო თანხა. (ლიმიტი 50 000 ლარი) საკრედიტო ბარათით ანგარიშსწორების არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი ლოტის გვერდიდან გადადის საკრედიტო ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.
ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის ანგარიშზე.
გამარჯვებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება. დამარცხებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება.
თანხის განბლოკვა მოხდება აუქციონის დასრულებიდან 48 საათის განმავლობაში. ბანკის საკომისიო შეადგენს 0.50 თეთრს.

მომხმარებლის საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო/დარჩენილ თანხას დამატებული ბანკის საკომისიო, რომელიც დადგენილია ყველა პარტნიორი ბანკის მიერ და მითითებულია გადახდის პროცედურის დროს. აღნიშნული საკომისიო მომხმარებელს ანგარიშიდან ჩამოეჭრება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაიმარჯვებს აუქციონში, სხვა შემთხვევაში ჩამოეჭრება ბანკისმიერ დადგენილი თანხის განბლოკვის საკომისიო.


საბანკო გარანტიის გამოყენებით გადახდა

მომხმარებელს აუქციონში მონაწილეობის საგარანტიო თანხა შეუძლია გაააქტიუროს საბანკო გარანტიის გამოყენებით. საბანკო გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკების მიერ. მომხმარებელმა საბანკო გარანტიის ორიგინალი უნდა წარადგინოს შპსთბილისის სააუქციონო სახლშიაუქციონის დასრულებამდე 30 წუთით ადრე. საბანკო გარანტიის ვადა არ უნდა იყოს მისი გაცემიდან 30 კალენდარულ დღეზე ნაკლები.

  • თბილისი 0186, ვაჟა-ფშაველას #71, სართული 1, ოფისი 35/1
  • 2 207 307
  • info@auctionhouse.ge