თამარ თავაძე (1898-1980) არის ქართველი ავანგარდული ხელოვნების წარმომადგენელი და თეატრის მხატვარი. 
განათლება 1916-1917 წლებში მოსკოვის მხატვართა სტუდიაში მიიღო, შემდგომ 1928 წელს დაამთავრა მოსკოვის მხატვრულ-ტექნიკური ინსტიტუტის თეატრალურ-დეკორაციული მხატვრობის განყოფილება. 
1918 წელს საქართველოში დაბრუნების შემდგომ მუშაობდა მხატვრად თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 1922 წლამდე. 1924 წელს მუშათა და ჯარისკაცთა თეატრში მონაწილეობას იღებს „ქეთო და კოტეს“ დადგმაში კოსტიუმის ესკიზებში. 1938 წელს ოპერისა და ბალეტის თეატრში აფორმებს როსინის ოპერას „სევილიელი დალაქი“, 1943 წელს კოტე მარჯანიშვილის თეატრში „ვითომდა ავადმყოფი“, 1944 წელს ბათუმის დრამატულ თეატრში ლევან გოთუას „მეფე ერეკლე“.
 
 
  • თბილისი 0186, ვაჟა-ფშაველას #71, სართული 1, ოფისი 35/1
  • 2 207 307
  • info@auctionhouse.ge