პირადი მონაცემები
  Georgian keyboard (' ~ ')
Username: *
სახელი: *
გვარი: *
პირადი №: *
დაბადების თარიღი: (YYYY-MM-DD) *
ტელეფონი: *
ქალაქი: *
მისამართი: *
ვებ-გვერდი:
ელ. ფოსტა: *
ხელმოწერა
სიახლეზე:
კი არა
პაროლი: * 0-9,a-Z
გაიმეორეთ პაროლი: *
აკრიფეთ მოცემული კოდი:

შეთანხმება მომხმარებელთან

წინამდებარე შეთანხმება წარმოადგენს სამართლებრივი ძალის მქონე დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს შპს "თბილისის სააუქციონო სახლი"-ს (შემდგომში "auctionhouse.ge") და თქვენს უფლებებს და მოვალეობებს შპს "თბილისის სააუქციონო სახლი"-ს მიერ  auctionhouse.ge ინტერნეტ გვერდის მეშვეობით შემოთავაზებულ მომსახურებასთან დაკავშირებით.
auctionhouse.ge-ზე რეგისტრაცია უფასოა. რეგისტრაციისთანავე თქვენ თანხმდებით ამ შეთანხმებაში მოცემულ პირობებზე, უფლებებზე, მოვალეობებზე და გენიჭებათ ვებ-გვერდის წევრის სტატუსი. თქვენს მიერ auctionhouse.ge-ს ყოველი გამოყენებისას წინამდებარე შეთანხმება რჩება ძალაში. ჩვენ გირჩევთ, რომ დაბეჭდოთ ამ შეთანხმების ასლი და auctionhouse.ge-ს გამოყენებამდე გაიაროთ კონსულტაცია ამ შეთანხმებით გათვალისწინებული თქვენი უფლებების და მოვალეობების შესახებ.
ჩვენ უფლება გვაქვს, auctionhouse.ge-ზე გამოქვეყნების მეშვეობით, ამ შეთანხმებაში ცალმხრივად შევიტანოთ ცვლილებები ან დამატებები. წინამდებარე შეთანხმება ძალაშია 2008 წლის 10 ნოემბრიდან.

1. წევრობისათვის აუცილებელი პირობები

auctionhouse.ge-ს წევრობა შეუძლია მხოლოდ იმ ფიზიკურ პირებს რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ სამართლებრივი ძალის მქონე გარიგების დადების უფლება. თუ თქვენ წარმოადგენთ არასრულწლოვან (18 წლამდე) ფიზიკურ პირს, ჩვენი ვებ გვერდის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მშობლის ან მეურვის ზედამხედველობის ქვეშ. 
რეგისტრაციისათვის თქვენ უნდა მოგვაწოდოთ თქვენი ნამდვილი სახელი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და ი-მეილის მისამართი, ასევე სხვა საჭირო ინფორმაცია. თუ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია არ არის განახლებული და მასში მოცემულია ისეთი ინფორმაცია რომლის გამოყენებაც შეუძლებელია, ამ შემთხვევეაში ჩვენ უფლება გვაქვს გავაუქმოთ თქვენი წევრობა.  
auctionhouse.ge-ზე ნივთის შეძენისას და ონლაინ გადახდის შემთხვევაში, თქვენ მოგეთხოვებათ თქვენი საკრედიტო ან სადებეტო პლასტიკური ბარათის ინფორმაციის შეყვანა გადახდების განმახორციელებლი ჩვენი პარტნიორი კომპანიის ინტერფეისზე. ხსნებული მეთოდით გადახდისას, თქვენ იძლევით გარანტიას, რომ თქვენი ბარათი არის თქვენი საკუთრება როგორც აღნიშნული ბარათის ინფორმაციის შეყვანის დროს, ასევე სხვა დროს გამოყენებისას. თქვენ იძლევით გარანტიას რომ, თქვენს მიერ
auctionhouse.ge-ზე განხორციელებულ ოპერაციებთან დაკავშირებული ყველა გადასახადი არის თქვენი ხარჯი და რისკი. თუ თქვენს მიერ მოწოდებული ზემოთხსენებული ინფორმაცია გახდება არაშესაბამისი, თქვენ უნდა აცნობოთ ამის შესახებ auctionhouse.ge-ს და მიაწოდოთ სწორი ინფორმაცია. 
თქვენ უფლება არ გაქვთ გაიაროთ რეგისტრაცია სხვა პირის სახელით ან/და გვარით, ასევე უფლება არ გაქვთ გამოიყენოთ გაუქმებული ან აკრძალული პლასტიკური ბარათი. თქვენ უფლება არ გაქვთ გამოიყენოთ ვებ-გვერდი სხვა წევრის ანგარიშის მეშვეობით ან სხვა წევრის პაროლის გამოყენებით. ბრალეული თაღლითობის შემჩნევისას auctionhouse.ge აცნობებს შესაბამის ორგანოებს.

2. მომსახურება

auctionhouse.ge აწარმოებს ინტერნეტ აუქციონით მომსახურებას. ჩვენ გთავაზობთ გამყიდველების მიერ მოწოდებული უძრავი და მოძრავი ნივთების ინტერნეტ აუქციონის მეშვეობით შეძენას.  ჩვენ არ ვართ გასაყიდი ნივთების მესაკუთრე (გამონაკლისი შემთხვევების გარდა) და ვმოქმედებთ როგორც შუამავალი თქვენს და გამყიდველს შორის. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს ნივთის ხარისხისობრივი ნაკლის გამო.  ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით ნივთის შეძენისას ჩვენ არ გადავცემთ საკუთრების უფლებას გამყიდველისგან მყიდველზე, შესაბამისად ჩვენ ვერ ვიძლევით გარანტიას რომ გამყიდველი საკუთრების უფლებას გადმოგცემთ თქვენ.  თქვენ თანხმდებით მასზედ, რომ გამყიდველთან იმოქმედებთ თქვენი რისკით
auctionhouse.ge-ს უფლება აქვს, გაუწიოს მონიტორინგი თქვენს და გამყიდველს შორის ნასყიდობის პროცესს. auctionhouse.ge-ს შეუძლია გამოიძიოს და შეისწავლოს  ნებისმიერი შეტყობინებული დარღვევა ან საჩივარი და იმოქმედოს შემდეგნარიად: განახორციელოს გაფრთხილება, შეაჩეროს ან გააუქმოს მომსახურება, მოხსნას ვებ-გვერდიდან გასაყიდი ნივთი და გააუქმოს აუქციონი აღნიშნულ ნივთზე.

3. აუქციონში მონაწილეობის მიღება და გადახდის პირობები

auctionhouse.ge-ზე რეგისტრაცია უფასოა. ინტერნეტ აუქციონის მეშვეობით ნივთის შეძენისას ნივთის საბოლოო ფასს თქვენ გადაიხდით  VISA და MasterCard  პლასტიკური ბარათის საშუალებით, ასევე შესაძლებელია საბანკო გადარიცხვით გადახდა. კონრეტული ნივთის შეძენის მიზნით ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობა - გასაყიდი ნივთისათვის ფასის შეთავაზებით. ფასის შეთავაზებით მომხმარებელი იძლევა გარანტიას, რომ მას აქვს აღნიშნული ნივთის შეძენის კანონით მინიჭებული უფლება. ფასის შეთავაზება წარმოადგენს გარიგებას თქვენს და გამყიდველს შორის. შეთავაზებულ ფასზე და შეძენის ვალდებულებაზე უარის თქმა დაუშვებელია გარდა შემდეგი შემთხვევებისა: გამყიდველმა აუქციონის დასრულებამდე მოხსნა გასაყიდი ნივთი აუქციონიდან ან/და გამყიდველის მიერ გამოწვეული მიზეზების გამო შეუძლებელია ნივთის შეძენა.     
თუ გასაყიდ ნივთზე მითითებულია "ფიქსირებული ფასი", აღნიშნული ფასის შეთავაზება გამყიდველს უფლებას ანიჭებს შეაჩეროს აუქციონი და გაყიდოს ნივთი `ფიქსირებულ ფასად". სხვა დანარჩენ შემთხვევებში გამყიდველი გაასხვისებს ნივთს ყველაზე მაღალი შეთავაზებული ფასის სანაცვლოდ. 
იმ შემთხვევაში თუ თქვენ გახდებით აუქციონში გამარჯვებული არაუგვიანეს 2 დღის განვმალობაში უნდა მოხდეს საბოლოო ფასის გადახდა ჩვენს საბანკო ანგარიშზე ჩვენს მიერ აღნიშნული თანხის გამყიდველისათვის შემდგომი გადაცემის მიზნით.  საბოლოო ფასის გადახდის შემდეგ თქვენი სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ნივთი მიიღოთ ჩვენს  მიერ მითითებულ დროში და თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე. თითოეულ ნივთზე გადახდა დადასტურებულად ჩაითვლება საბოლოო ფასის VISA ან MasterCard პლასტიკური ბარათის ან საბანკო გადარიცხვის საშუალებით ღირებულების გადახდის შემდეგ. 

4. ინფორმაციის გამჟღავნება

ჩვენ არ  გავახმაურებთ თქვენს მიერ მოწოდებულ პირად ინფორმაციას თქვენგან წინასწარი თანხმობის მიღების გარეშე. auctionhouse.ge უფლებას იტოვებს გაამჟღავნოს თქვენი პირადი ინფორმაცია იმ შემხვევაში თუ: წინამდებარე შეთანხმებიდან გამომდინარე არის დასაშვები, ამას გვავალდებულებს კანონი, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს ან არბიტრაჟის გადაწყვეტილება, ასევე ადმინისტრაციული აქტი.

5. პასუხისმგებლობა

ჩვენ არ ვაგებთ პასუხს ჩვენი მომსახურების, ამ შეთანხმების შედეგად წარმოშობილ ნებისმიერი სახის ზიანზე (ასევე გაუფრთხილებლობით გამოწვეულ ზიანზე).

6. სხვა პირობები

წინამდებარე შეთანხმებიდან გამომდინარე ნებისმიერი უთანხმოება გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით. თუ დავის გადაწყვეტა ურთიერთმოლაპარაკების გზით შეუძლებელია, დავას გადაწყვიტავს საქართველოში მოქმედი მუდმივმოქმედი არბიტრაჟი - შპს "დავების განმხილველი ცენტრი".
ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას რომ ჩვენი ვებ-გვერდი იმუშავებს შეუფერხებელ რეჟიმში. შესაძლებელია მოხდეს საიტის მუშაობის შეჩერება ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. ჩვენ უფლება გვაქვს დროებით შევაჩეროთ საიტის მუშაობა წინასწარი შეტყობინების გარეშე. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს საიტის მუშაობის შეჩერებისგან გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე.
ამ შეთანხმების რომელიმე მუხლის/ნაწილის ბათილობა არ იწვევს დანარჩენი მუხლების/ნაწილების ბათილობას. არცერთი პუნქტი ამ  შეთანხმებაში არ შეიძლება აღქმული იქნას როგორც ერთობლივი საქმიანობა, ამხანაგობა, პირადი დაქირავება ან ნებისმიერი სხვა სახის ერთობლივი ქმედება.
 
ამ შეთანხმებასთან და ვებ-გვერდთან დაკავშირებული საჩივარი გთხოვთ გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@auctionhouse.ge

 
ავტორიზაცია
 
რეგისტრაცია : პაროლის აღდგენა
Created By: Pro-Service Copyright © 2017 Tbilisi Auction House. All Rights Reserved.