საიტის მოხმარების წესები და პირობები

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ საიტის მოხმარების წესებსა და პირობებს. მოცემული წესებისა და პირობების გათვალისწინებით თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ საიტი auctionhouse.ge. საიტის გამოყენებით და/ან რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს. იმ შემთხვევაში თუ არ ეთანხმებით საიტის წესებს, შეწყვიტეთ საიტის გამოყენება.

კომპანია უფლებას იტოვებს, რომ მისი საიტის მოხმარების წესებსა და პირობებში ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება და ეს ცვლილებები ამ დოკუმენტის ნაწილი გახდება.

კონკრეტულ შემთხვევებში, საიტის სხვა გვერდებზე, შესაძლოა წარმოდგენილი იყოს დამატებითი წესები და პირობები.

საიტი არ არის განკუთვნილი არასრულწლოვანი პირებისათვის. საიტზე შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ისეთი ხელოვნების ნიმუშები, სადაც ნაჩვენებია სიშიშვლე, რაც დაფარული არ იქნება. თუ მომხმარებელს არ მოსწონს საიტი ან შეურაცხმყოფელად მიაჩნია მასზე არსებული სურათები და მასალები, მან უნდა შეწყვიტოს საიტის გამოყენება.

აუქციონში მონაწილეობის მიღება არ შეიძლება არასრულწლოვანი პირებისათვის.

შპს „თბილისის სააუქციონო სახლი“ არ უზრუნველყოფს საიტის უწყვეტ და ხარვეზების გარეშე ფუნქციონირებას. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ამ ხარვეზებიდან წარმოქმნილ რაიმე შეფერხებებზე. მომხმარებელი აცნობიერებს, რომ აუქციონი ტარდება ელექტრონულად და დამოკიდებულია აპარატურასა და პროგრამულ უზრუნველყოფაზე (hardware and software), რასაც შესაძლოა მოულოდნელად ხარვეზები წარმოეშვას (malfunction). შპს „თბილისის სააუქციონო სახლს“  უფლება აქვს გააუქმოს ბიჯი და/ან აუქციონის შედეგები და ხელახლა გაიტანოს აუქციონზე ლოტი, რომელზეც საიტის გაუმართაობამ მოახდინა ზეგავლენა. შპს „თბილისის სააუქციონო სახლის“ გადაწყვეტილება საბოლოოა.

საიტზე წარმოდგენილი ლოგოების, სურათების, მასალების საავტორო უფლებები დაცულია და მათი გამოყენება და გავრცელება აკრძალულია. საიტზე არსებული ინფორმაციის გამოყენება პირადი ან კომერციული მიზნებისათვის აკრძალულია.

საიტზე წარმოდგენილი სურათები, ფოტოები შესაძლოა განსხვავებული იყოს მისი ამჟამინდელი მდგომარეობისაგან. და/ან სხვანაირად (განსხვავებული ფერები, ზომა) ჩანდეს ფოტოზე ვიდრე იგი სინამდვილეშია.

მომხმარებელი აცნობიერებს, რომ მას შეეძლო შეძენამდე ენახა ნივთი; შეემოწმებინა და განესაზღვრა მისი მდგომარეობა, ზომა, შეკეთება/რესტავრაცია საჭიროება. გარდა იმ შემთხვევისა თუ ის იპოთეკის საგანია. შპს „თბილისის სააუქციონო სახლი“  წარმოდგენილია, როგორც მხოლოდ შუამავალი, (თუ სხვანაირად არაა მითითებული) და არ ატარებს აუქციონზე წარმოდგენილი ლოტის დამოუკიდებელ გამოძიებას და მდგომარეობის შემოწმებას. შპს „თბილისის სააუქციონო სახლი“ არ იძლევა არანაირ გარანტიას ნივთის/ლოტის აღწერის, ავთენტურობის, ატრიბუტიკის, მდგომარეობის შესახებ.

შპს „თბილისის სააუქციონო სახლი“ შეძლებისამებრ წარადგენს ხელოვნების ნიმუშის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. მომხმარებელი ითვალისწინებს, რომ ეს ინფორმაცია არის მხოლოდ შეხედულება და არ არის გარანტია.

საიტზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება და აცნობიერებს, რომ მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ინახება. ამ ინფორმაციის გამოყენება აუცილებელია სააუქციონო მომსახურების ჩატარებისათვის. შპს „თბილისის სააუქციონო სახლი“  ზრუნავს მომხმარებლის მიერ მოწოდებულ პირადი კონფიდენციალური ინფორმაციის უსაფრთხოებაზე. რეგისტრაციის დროს მომხმარებელი აცნობიერებს, რომ შპს „თბილისის სააუქციონო სახლს“ უფლება აქვს შეგიზღუდოთ საიტის გამოყენება და მოახდინოს მომხმარებლის რეგისტრაციის დეაქტივაცია.

საიტზე შესაძლებელია მითითებული იყოს მესამე პირის მფლობელობის ბმულები. შპს „თბილისის სააუქციონო სახლი“ არ იღებს პასუხისმგებლობას ამ ბმულებზე. ეს ბმულები წარმოდგენილია მხოლოდ მომხმარებლის ინფორმირებულობისათვის.

მომხმარებელი აცნობიერებს და ეთანხმება, რომ შპს „თბილისის სააუქციონო სახლი“ და მისი თანამშრომლები არ იღებენ პასუხისმგებლობას ნებისმიერი მიზეზით გამოწვეულ ზიანზე და მის კომპენსაციაზე.

შპს „თბილისის სააუქციონო სახლი“ არ უზრუნველყოფს შეძენილი ნივთების ტრანსპორტირებას (თუ სხვანაირად არაა მითითებული). შპს „თბილისის სააუქციონო სახლი“  არ იღებს პასუხისმგებლობას მის მიერ მითითებულ რეკომენდირებულ კურიერის სერვისებზე და ტრანსპორტირებისას შექმნილ რაიმე ზიანზე.