შპს “თბილისის სააუქციონო სახლი” წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ მუდმივადმოქმედ აუქციონს საქართველოში. იგი დაფუძნდა 2007 წლის 29 დეკემბერს.

ჩვენი მომსახურების ძირითადი სახეებია:

1)      იპოთეკისა და გირავნობის საგნების სააუქციონო წესით რეალიზაცია;

2)      უძრავი და მოძრავი ქონების სააუქციონო წესით რეალიზაცია (ეს სერვისი ძირითადად გამოიყენება ძველი ავეჯის და ტექნიკის რეალიზაციისას);

3)    ხელოვნების ნიმუშების სააუქციონო წესით რეალიზაცია.

 

აუქციონები ტარდება როგორც საჯარო წესით, კომპანიის ოფისის მისამართზე, ისე ელექტრონულად და ქვეყნდება კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე: www.auctionhouse.ge

მხოლოდ იპოთეკა-გირავნობის საგნების რეალიზაციის მიზნით სააუქციონო სახლს გამართული აქვს 1400-ზე მეტი წარმატებული აუქციონი.

იპოთეკა-გირავნობის საგნების რეალიზაციის მიზნით თბილისის სააუქციონო სახლის მომსახურებით სარგებლობენ საქართველოში მოქმედი ბანკები, სადაზღვევო კომპანიები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ უმსხვილეს კერძო კომპანიებთან, სასტუმროებსა და საქართველოში მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ჩვენი მიზანია სააუქციონო მომსახურების კულტურის დანერგვა და კომფორტის შექმნა ამ სფეროთი დაინტერესბული პირებისათვის. მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან და გავეცნოთ საინტერესო შემოთავაზებებს.

  • თბილისი 0186, ვაჟა-ფშაველას #71, სართული 1, ოფისი 35/1
  • 2 207 307
  • info@auctionhouse.ge