ინტერნეტაუქციონის ფორმით ხელოვნების ნიმუშების რეალიზაციის მომსახურება

ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიღების დაწყებით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და დაეთანხმეთ წინამდებარე ხელშეკრულებას.

წინამდებარე ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ შპს ,,თბილისის სააუქციონო სახლი" (შემდგომში - სააუქციონო სახლი) და ხელოვნების ნიმუშების (საკუთარი ნამუშევრების, შემდგომში - ნივთი) რეალიზაციიის მსურველი პირი - ნამუშევრის ავტორი (შემდგომში - პირი), რომელიც გამოთქვამს სურვილს რეალიზაცია განახორციელოს სააუქციონო სახლის ვებგვერდის მეშვეობით.

მხატვარს, რომელიც ახორციელებს საკუთარი ნამუშევრების რეალიზაციას, შეუძლია მიაწოდოს სააუქციონო სახლს მისი შექმნილი ხელოვნების ნიმუშის ფოტო ვერსია, საწყისი ფასი და ნამუშევრის აღწერილობა ვებგვერდზე www.auctionhouse.ge განთავსების მიზნით.  რისთვისაც ის უნდა გაეცნოს, დაეთანხმოს ამ ხელშეკრულების პირობებს და მიიიღოს თანხმობა სააუქციონო სახლისაგან მომსახურების მიწოდებაზე.

მომსახურების გამოყენებამდე, გთხოვთ გულდასმით გაეცნოთ აღნიშნულ პირობებს. მომსახურების მიღების დაწყებით, თქვენ ავტომატურად მოექცევით ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ განაცხადეთ თანხმობა იმაზე, რომ ხელშეკრულების მოქმედება გავრცელდეს თქვენზე.

მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი

1.1. წინამდებარე ხელშეკრულება,  შესაძლებლობას აძლევს პირს მიმართოს სააუქციონო სახლს და მოითხოვოს ხელოვნების ნიმუშის (შემდგომში - ნივთის) რეალიზაცია  ინტერნეტაუქციონზე.

1.2. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების გამოყენების მიზნებისთვის, ნივთი უნდა იყოს პირის საკუთრება, ან აღნიშნულ პირს უნდა გააჩნდეს ნივთის განკარგვის კანონიერი უფლებამოსილება (ამ შემთხვევაში შესაძლებელია აუქციონზე დაიდოს მხოლოდ ის ნივთი, რომლის ავტორსაც შესაბამისი რწმუნებულება აქვს გაცემული პირისათვის).

მუხლი 2. მომსახურების მიღების წინაპირობა

2.1. აუქციონის დაწყებამდე, პირი ვალდებულია დაადასტუროს მომსახურების მიღების სურვილი, რომლითაც უნდა დაეთანხმოს ამ ხელშეკრულების პირობებს და სააუქციონო სახლს მათ შორის უნდა მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია: საკონტაქტო ინფორმაცია, საბანკო ანგარიშის ნომერი.

2.2. სააუქციონო სახლი მომსახურების მიწოდებაზე გადაწყვეტილებას იღებს ერთპიროვნულად.

მუხლი 3. მომსახურების მიწოდება

3.1. სააუქციონო სახლი ნივთის განკარგვის ხელშეწყობას ახორციელებს შემდეგი ფორმებით:

3.1.1. ინტერნეტაუქციონის ფორმით;

3.1.2. აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციული ხასიათის განცხადების განთავსებით;

3.2. პირი  სარეალიზაციო ნამუშევრის ფოტომასალას, რეალიზაციის საწყის ფასსა და ნამუშევრის შესახებ მოკლე აღწერილობას ელექტრონული ფორმით აგზავნის ელ. ფოსტაზე: info@auctionhouse.ge. ასევე ელექტრონულად აწვდის სააუქციონო სახლს მის ავტობიოგრაფიას.

3.4. პირი პასუხისმგებელია მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის უტყუარობაზე.

3.5. სააუქციონო სახლი უფლებამოსილია კონკრეტული აუქციონის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნოს ფეისბუქგვერდზე ან სხვა საინფორმაციო საშუალებებით მიაწოდოს ინფორმაცია პოტენციურ მყიდველებს.

3.6. აუქციონზე ნივთის რეალიზაციის შემდეგ, პირმა ნივთი უნდა მიაწოდოს სააუქციონო სახლს შემძენზე გადაცემის მიზნით. ნივთი უნდა შეესაბამებოდეს პირის მიერ ნივთის შესახებ სააუქციონო სახლისთვის მიწოდებულ ინფორმაციას და ფოტოებს.

3.7. ნივთის გადაცემის შემდეგ, სააუქციონო სახლი უნაღდო ანგარიშსწორების წესით გადასცემს პირს ნივთის ნასყიდობის საფასურს, სააუქციონო სახლის მომსახურების საზღაურის დაკავების შემდეგ.

მუხლი 4. მომსახურების საფასურის გადახდა

4.1. სააუქციონო სახლის მიერ გასაწევი მომსახურების საფასური შეადგენს ინტერნეტაუქციონში დაფიქსირებული ლოტის შესყიდვის საბოლოო ფასის 20%-ს გადასახადების ჩათვლით. მომსახურების საფასური გადაიხდება ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის და გამარჯვებულის მიერ ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის შემთხვევაში.

4.2. ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით ამ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

4.3. გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ: ა) სააუქციონო სახლი, კანონიერი საფუძვლის არსებობისას, უარს აცხადებს მომსახურების განხორციელებაზე; ბ) დაინტერესებული პირი სააუქციონო სალხის მიერ მომსახურების გაწევის დაწყებამდე წერილობით განაცხადებს უარს მომსახურების მიღებაზე; გ) ინტერნეტაუქციონის შედეგები გამოცხადდა გაუქმებულად ინტერნეტაუქციონის გამართვიდან 21 დღის ვადაში.

4.5. სააუქციონო სახლი ინტერნეტაუქციონზე გაყიდული ნივთის ღირებულებას იღებს ანგარიშზე, ამ თანხიდან აკავებს 4.1. მუხლით გათვალისწინებული მომსახურების საფასურს, და დარჩენილ თანხას სრულად და დროის გაჭიანურების გარეშე რიცხავს პირის ანგარიშზე.

მუხლი 5. მხარეთა უფლებები და ვალდებულებები

5.1. სააუქციონო სახლი უფლებამოსილია:

5.1.1. შეცვალოს ხელშეკრულების პირობები, ვებგვერდზე ლოტის განთავსების წესი ან სხვა პირობები, მათ შორის მომსახურების საფასური, ნებისმიერ დროს. ცვლილებას/ცვლილებებს ძალა ექნება მას შემდეგ, რაც ისინი განთავსდება ვებგვერდზე. პირის მიმართ ეს ცვლილება/ცვლილებები ძალაში შევა სააუქციონო სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 14 დღის შემდეგ. ვებგვერდზე ქონების განთავსების შემდეგ ამ მომსახურების მიმართ მომსახურების საფასურის ცვლილება არ დაიშვება.

5.1.2. შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, პირის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან თვითონ სააუქციონო სახლს;

5.2. სააუქციონო სახლი ვალდებულია:

5.2.1. დაიცვას ხელშეკრულების პირობები.

5.3. პირი უფლებამოსილია:

5.3.1. მიაწოდოს სარეალიზაციო ნივთი სააუქციონო სახლს,  ვებგვერდზე აუქციონის წესით რეალიზაციის მიზნით;

5.3.2. ნებისმიერ დროს მიაწოდოს მის შესახებ ინფორმაცია სააუქციონო სახლს, მონაცემების, მათ შორის სააუქციონო სახლის ვებგვერდზე განახლების მიზნით.

5.4. პირი ვალდებულია:

5.4.1. გადაიხადოს მომსახურების ღირებულება;

5.4.2. მიაწოდოს სააუქციონო სახლს სრულყოფილი ინფორმაცია სარეალიზაციო ნივთის შესახებ. არ შეიყვანოს შეცდომაში დაინტერესებული პირი მცდარი ან არასწორი ინფორმაციის მიწოდების  გზით;

5.4.3. სააუქციონო სახლის თანხმობის გარეშე არ განათავსოს ინტერნეტ სივრცეში (მათ შორის პირად ფეისბუქგვერზე) ინფორმაცია იმ ნივთის შესახებ (გარდა მითითებისა რომ განთავსებულია სააუქციონო სახლის ვებგვერდზე რეალიზაციის მიზნით), რომელიც განთავსებულია სააუქციონო სახლის ვებგვერდზე რეალიზაციის მიზნით.

5.4.5. სააუქციონო სახლის ვებგვერდზე სარეალიზაციოდ განთავსებული ნივთის საწყის სარეალიზაციო ფასად პირმა უნდა მიუთითოს მინიმუმ 10%-ით უფრო დაბალი თანხა ვიდრე განთავსებისას ან განთავსებამდე 90 დღის განმავლობაში იმავე ზომის და მასალის ნივთის რეალიზაციას ახდენდა სხვა საშუალებებით (მათ შორის საკუთარ ფეისბუქგვერდზე).

5.4.6. არ დაარღვიოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა და ამ ხელშეკრულების პირობები;

5.4.7. აუქციოზე ნივთის რეალიზაციის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ეს ნივთი სააუქციონო სახლს მისამართზე ქ. თბილისი ვაჟა-ფშაველას 71, ოფისი 35/1. 5.5. სააუქციონო სახლი იტოვებს უფლებას, პირის მიერ მნიშვნელოვანი დარღვევ(ებ)ის შემთხვევაში, გააუქმოს პირის მიერ განსათავსებლად მიწოდებული ინფორმაცია და/ან პირის ან მიმდინარე აუქციონი.

მუხლი 6. ფორს-მაჟორი

6.1. ხელშეკრულების პირობების დარღვევა ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას. ფორს-მაჟორული გარემოების დადგომის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მეორე მხარეს.

მუხლი 7. მხარეთა პასუხისმგებლობა

7.1. მხარეები ვალდებულნი არიან იმოქმედონ ამ ხელშეკრულების შესაბამისად და თუ რომელიმე პირობა არ არის გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებით, მხარეებმა უნდა იმოქმედონ კეთილსინდისიერად და ითანამშრომლონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას.

7.2. იმ შემთხვევაში თუ პირი განზრახ დაარღვევს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას ნივთის შესახებ განსათავსებელ ინფორმაციაზე, მას შესაძლოა დაეკისროს პირგასამტეხლო თითოეული ასეთი შემთხვევისათვის 150 ლარის ოდენობით და ასევე, ზიანის ანაზღაურება.

7.3. იმ შემთხვევაში, თუ ნივთის აუქციონზე რეალიზაციის შემდეგ, პირი მაქსიმუმ 3 დღის განმავლობაში არ გადასცემს ნივთს სააუქციონო სახლს (მყიდველზე გადაცემის მიზნით), ან არ გადასცემს იმ მდგომარეობაში, როგორც იყო აღწერილი, პირს შესაძლოა დაეკისროს პირგასამტეხლო 150 ლარის ოდენობით და ასევე, შესაძლოა მოეთხოვოს ზიანის ანაზღაურება.

7.4. იმ შემთხვევაში, თუ ნივთის აუქციონზე რეალიზაციის შემდეგ, პირი მაქსიმუმ 3 დღის განმავლობაში არ გადასცემს ნივთს სააუქციონო სახლს (მყიდველზე გადაცემის მიზნით), ან არ გადასცემს იმ მდგომარეობაში, როგორც იყო აღწერილი, სააუქციონო სახლს შეუძლია გააუქმოს აუქციონის შედეგები და აუქციონის შედეგად მიღებული თანხა დაუბრუნოს მყიდველს.

7.5. სააუქციონო სახლი არ აგებს პასუხს ვებგვერდის ფუნქციონირების დროებით შეწყვეტის ან შეფერხების გამო, თუმცა იღებს ყველანაირ ზომას ასეთი შეფერხებების თავიდან ასაცილებლად, და ზიანის შესამცირებლად.

7.6. იმ შემთხვევაში, თუ სააუქციონო სახლი უსაფუძვლოდ გააჭიანურებს ნივთის რეალიზაციიდან მიღებული თანხის შესაბამისი ნაწილის პირისათვის დაგადაცემას, სააუქციონო სახლს შესაძლოა დაეკისროს პირგასამტეხლო დაგვიანებული თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. ვადაგადაცილებად ჩაითვლება რეალიზებული ნივთის სააუქციონო სახლისათვის გადაცემიდან 3 სამუშაო დღის ვადაში თანხის გადაუხდელობა.

7.7. წინამდებარე ხელშეკრულების მიხედვით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში მიყენებული ზიანისთვის მხარეები პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 8. კონფიდენციალურობა

8.1. პირი პასუხს აგებს მისი სახელით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე.

მუხლი 9. მოქმედი კანონმდებლობა

9.1. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ურთიერთობებზე მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობა.

9.2. ნებისმიერი უთანხმოება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მხარეთა შორის, უნდა გადაწყდეს მედიაციის გზით. იმ შემთხვევაში, თუ მედიაცია აღმოჩნდება წარუმატებელი, მხარეები მიმართავენ სასამართლოს.

მუხლი 10. დამატებითი პირობები

10.1. სააუქციონო სახლის მხრიდან პირისთვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება პირის (ან სხვა უფლებამოსილი პირის) ელექტრონულ მისამართზე ან მობილური ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გაგზავნის სახით, რაც ჩაითვლება ინფორმაციის ოფიციალურ შეტყობინებად.

მუხლი 12. თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ

12.1. თქვენ, ამ დოკუმენტის საფუძველზე ადასტურებთ რომ ინფორმირებული ხართ, თქვენი თანხმობით, თქვენი იმ პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ, რომელთაც გვაწვდით როდესაც სარგებლობთ ჩვენი ინტერნეტ პლატფორმებითა და ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე სხვადასხვა მომსახურებით, და მათ შორის, ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული ფორმების შევსებით ან სხვაგვარად თქვენი პერსონალური მონაცემების ჩვენთვის მოწოდებით, ადასტურებთ და აცხადებთ თანხმობას თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.

12.2. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები მუშავდება შპს "თბილისის სააუქციონო სახლი"-ს მიერ, მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71, ბლოკი ოთხი, სართული 1, ოფისი 35/1; საიდენტიფიკაციო ნომერი: 204545974.

12.3. თქვენ მიერ, პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ თანხმობით აცხადებთ და ადასტურებთ, რომ აღნიშნული პერსონალური მონაცემების, მათ შორის, სახელი და გვარი, მისამართი, ელ-ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მობილურის ნომერი, ან/და სხვა სახის პერსონალური ინფორმაციის დამუშავება შესაძლოა განხორციელდეს შემდეგი მიზნ(ებ)ით კომპანიის საქმიანობის ფარგლებში და მისგან გამომდინარე მომსახურების გაწევის მიზნით; • კომპანიის საქმიანობის ფარგლებში და მისგან გამომდინარე კონსულტაციის გაწევის მიზნით:

  • აქციების, მარკეტინგული შეთავაზებების, კომპანიის შესახებ ინფორმაციის, კომპანიის საქმიანობის ფარგლებში და მისგან გამომდინარე შემოთავაზებების (ოფერების), მათ შორის, სპეციალური შემოთავაზებების ან/და სარეკლამო მასალის მოწოდების/გაცნობის მიზნით;
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ან/და მისი განახლების მიზნით;
  • კვლევების, გამოკითხვების ჩატარების, მათ შორის, სტატისტიკური კვლევების ჩატარების და ანალიტიკური მიზნებისთვის;
  • თქვენი გამოცდილების და ინტერესების დახარისხების მეშვეობით თქვენი მოთხოვნილებ(ებ)ის შესაბამისი სტრატეგი(ებ)ის შემუშავება და ანალიზის საფუძველზე შესაბამისი კომერციული ან/და მარკეტინგული შემოთავაზებ(ებ)ის შემუშავება;
  • თქვენი უსაფრთხო და მოსახერხებელი ფუნქციონირების, ასევე, ინფორმაციის მოწოდების ეფექტურობის მიზნით;
  • სააუქციონო სახლის მიერ მიღებული დავალებ(ებ)ის, კონტრაქტ(ებ)ისა, შეთანხმებ(ებ)ისა და სხვა ვალდებულებ(ებ)ის ეფექტურად შესრულების მიზნით, იმ მიზნით და იმ ფარგლებში, რაც აუცილებელია თქვენი ინტერესებისთვის და კომპანიის მიერ თქვენს წინაშე ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის შესრულებისთვის;
  • თქვენ მიერ დასმული კითხვების დამუშავებისა და მასზე პასუხის გაცემის, გამოხმაურების მიზნით;
  • თქვენი ღონისძიებ(ებ)ისთვის რეგისტრაციის (ასეთის არსებოების შემთხვევაში) მიზნით;
  • ტექნიკური დახმარების ან/და კონსულტაციის გაწევის მიზნით;
  • სააუქციონო სახლის მიერ მისი საქმიანობის ფარგლებში და მისგან გამომდინარე მოქმედებების განხორციელების მიზნით, რაც განპირობებულიასააუქციონო სახლის მიერ, მასზე დაკისრებული ვალდებულებ(ებ)ის, დავალებ(ებ)ის განხორციელების მიზნით.

12.4. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენ ინფორმაციას ავსებთ სხვა პირის სახელით, სააუქციონო სახლის მიერ ეს აღიქმება იმგვარად, რომ თქვენ ხართ შესაბამისი უფლებამოსილი წარმომადგენელი და გაგაჩნიათ უფლებამოსილება მოგვცეთ ყველა საჭირო თანხმობა, რათა ჩვენ მიერ პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს წინამდებარე დოკუმენტში მოცემული მიზნებისთვის.

12.5. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ თქვათ უარი თქვენ მიერ გაცხადებულ თანხმობაზე პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ, შემდეგ მისამართზე info@auctionhouse.ge, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით, რა შემთხვევაშიც სააუქციონო სახლი შეწყვეტს თქვენი იმ პერსონალური მონაცემების დამუშავებას, რომლის დამუშავებაზეც თქვენ განაცხადეთ უარი.

12.6. სააუქციონო სახლი არ გადასცემს მესამე პირებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

  • თქვენი თანხმობით;
  • მოქმედი კანონმდებლობებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
  • სახელმწიფო ორგანოებისთვის ან/და სამართალდამცავი ან/და აღამსრულებელი ორგანოებისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემა, თუ აღნიშნული მოთხოვნილია მოქმედი კანონმდებლობებით ან/და პირთა ლეგიტიმური ინტერესების დაცვის მიზნით;
  • მოქმედ კანონმდებლობებთან, მათ დებულებებთან შესაბამისობაში ყოფნის მიზნით, მათ შორის, სასამართლო/საარბიტრაჟო/მედიაციის პროცესიდან გამომდინარე ან/და მასთან დაკავშირებით არსებული მოთხოვნისა ან/და სახელმწიფო ორგანოს მიერ არსებული მოთხოვნის საფუძველზე;
  • თაღლითობის, ფულის გათეთრების, მექრთამეობის ან/და სხვა, მათ შორის, უსართხოების ან ტექნიკური პრობლემების გამოვლენის, მათი თავიდან აცილების ან სხვაგვარად მოგვარების მიზნით;
  • სხვა ისეთ შემთხვევებში, რა დროსაც აუცილებელია ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება და გადაცემა მესამე პირთათვის, მოქმედი კანონმდებლობების მოთხოვნათა დაცვით.

12.7. ჩვენ შევინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და დავამუშავებთ მათ წინამდებარე დოკუმენტში მოცემული მიზნებისთვის, იმ ხანგრძლივობით რაც საჭიროა ამ დოკუმენტში მითითებული საქმიანობის შესასრულებლად, ან იმდენი ხნით, რამდენიც სხვაგვარად გეცნობებათ, ან რამდენი ხანიც ეს დაშვებულია მოქმდი კანონმდებლობით. მაგალითად, ჩვენ შესაძლოა შევინახოთ თქვენი პერსონალური მონაცემები თუ ეს აუცილებელია ნებისმიერი იურიდიული ვალდებულების, სამართლებრივი მოთხოვნის, დავის, სასამართლო/საარბიტრაჟო/მედიაციის პროცესის მიზნებისთვის.

12.8. თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული, პერსონალური მონაცემების შენახვის მაქსიმალურ ვადას წარმოადგენს 3 (სამი) წელი, მათი მიღებისა და პირველადი დამუშავების მომენტიდან. 3 (სამი) წლის ვადის გასვლის შემდეგ ასეთი პერსონალური მონაცემები წაიშლება ან სხვაგვარად განადგურდება.

 

  • თბილისი 0186, ვაჟა-ფშაველას #71, სართული 1, ოფისი 35/1
  • 2 207 307
  • info@auctionhouse.ge