თუ გსურთ მონაწილეობა მიიღოთ ინტერნეტ აუქციონში, თქვენ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია. მოიძიეთ თქვენთვის სასურველი ლოტი და გადაიხადეთ მასზე მითითებული საგარანტიო თანხა. ამის შემდეგ თქვენ შეძლებთ ბიჯის დადებას. აუქციონში გამარჯვებული იქნება ის, ვინც ბოლო დაადებს ყველაზე მაღალ ბიჯს.

თუ თქვენ გაიმარჯვეთ ინტერნეტ აუქციონში, თქვენ სრულად უნდა გადაიხადოთ თანხა.

თუ თქვენ შეიძინეთ ხელოვნების ნიმუში, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი კურიერის მომსახურება. მიტანის საფასური დაემატება თქვენს გადასახდელ ღირებულებას. თუ თქვენ არ გსურთ კურიერის მომსახურება და თავად გსურთ ნივთის წაღება, დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 2207307, ან მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე info@auctionhouse.ge

თუ თქვენ შეიძინეთ უძრავი ან მოძრავი ქონება, თანხის დაფარვის შემდეგ დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 2207307

თქვენ თანხა უნდა დაფაროთ 10 კალენდარული დღის ვადაში.

თუ თქვენ არ გადაიხდით ღირებულებას, თქვენ კარგავთ საგარანტიო თანხას და აუქციონი არ შედგება. ლოტიდან გამომდინარე აუქციონი შეიძლება გაიმართოს ხელახლა.

თქვენ ასევე შესაძლებლობა გაქვთ ზოგიერთი ნივთი შეიძინოთ პირდაპირ, აუქციონში მონაწილეობის გარეშე. სასურველ ნივთს დაამატებთ კალათაში და გადაიხდით ღირებულებას.