საიტის მოხმარების წესები და პირობები

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ საიტის მოხმარების წესებსა და პირობებს. მოცემული წესებისა და პირობების გათვალისწინებით თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ საიტი auctionhouse.ge. საიტის გამოყენებით და/ან რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს. თქვენი საიტზე ყოფნა ნიშნავს მის პირობებზე დათანხმებას. იმ შემთხვევაში თუ არ ეთანხმებით საიტის წესებს, შეწყვითეთ საიტის გამოყენება.

კომპანია უფლებას იტოვებს, რომ მისი საიტის მოხმარების წესებსა და პირობებში ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება და ეს ცვლილებები ამ დოკუმენტის ნაწილი გახდება.

კონკრეტულ შემთხვევებში, საიტის სხვა გვერდებზე, შესაძლოა წარმოდგენილი იყოს დამატებითი წესები და პირობები.

საიტი არ არის განკუთვნილი არასრულწლოვანი პირებისათვის. საიტზე შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ისეთი ხელოვნების ნიმუშები, სადაც ნაჩვენებია სიშიშვლე, რაც დაფარული არ იქნება. თუ მომხმარებელს არ მომწონს საიტი ან შეურაცხმყოფელად მიაჩნია მასზე არსებული სურათები და მასალები, მან უნდა შეწყვიტოს საიტის გამოყენება.

აუქციონში მონაწილეობის მიღება არ შეიძლება არასრულწლოვანი პირებისათვის.

სააუქციონო სახლი არ უზრუნველყოფს საიტის უწყვეტ და ხარვეზების გარეშე ფუნქციონირებას. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ამ ხარვეზედიან წარმოქმნილ რაიმე შეფერხებებზე. მომხმარებელი აცნობიერებს, რომ აუქციონი ტარდება ელექტრონულად და დამოკიდებულია აპარატურასა და პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რასაც შესაძლოა მოულოდნელად ხარვეზები წარმოეშვას. სააუქციონო სახლს უფლება აქვს გააქმოს ბიჯი და/ან აუქციონის შედეგები და ხელახლა გაიტანოს აუქციონზე ლოტი, რომელზეც საიტის გაუმართაობამ მოახდინა ზეგავლენა. სააუქციონო სახლის გადაწყვეტილება საბოლოოა.

საიტზე წარმოდგენილი ლოგოების, სურათების, მასალების საავტორო უფლებები დაცულია და მათი გამოყენება და გავრცელობა აკრძალულია. საიტზე არსებული ინფორმაციის გამოყენება პირადი ან კომერციული მიზნებისათვის აკრძალულია.

საიტზე წარმოდგენილი სურათები, ფოტოები შესაძლოა განსხვავებული იყოს მისი ამჟამინდელი მდგომარეობისაგან. და/ან სხვანაირად (განსხვავებული ფერები, ზომა) ჩანდეს ფოტოზე ვიდრე იგი სინამდვილეშია.

მომხმარებელი აცნობიერებს, რომ მას შეეძლო შეძენამდე ენახა ნივთი; შეემოწმებინა და განესაზღვრა მისი მდგომარეობა, ზომა, შეკეთება, რესტავრაცია. (გარდა იმ შემთხვევისა თუ ის არის იპოთეკის საგანი). ყველა ნივთი იყიდება „როგორც არის“ (“as is”). სააუქციონო სახლი წარმოდგენილია, როგორც მხოლოდ შუამავალი, (თუ სხვანაირად არაა მითითებული) და არ ატარებს აუქციონზე წარმოდგენილი ლოტის დამოუკიდებელ გამოძიებას და მდგომარეობის შემოწმებას. სააუქციონო სახლი არ იძლევა არანაირ გარანტიას ნივთის/ლოტის აღწერის, ჭეშმარიტების, ატრიბუტიკის, მდგომარეობის შესახებ.

სააუქციონო სახლი შეძლებისამებრ წარადგენს ხელოვნების ნიმუშის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. მომხმარებელი ითვალისწინებს, რომ ეს ინფორმაცია არის მხოლოდ შეხედულება და არ არის გარანტია.

საიტზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება და აცნობიერებს, რომ მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ინახება. სააუქციონო სახლი მომხმარებლის რეგისტრაციის შემთხვევაში აგროვებს თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. ამ ინფორმაციის გამოყენება აუცილებელია სააუქციონო მომსახურების ჩატარებისიათვის. სააუქციონო სახლი ზრუნავს მომხმარებლის მიერ მოწოდებულ პირად კონფიდენციალური ინფორმაციის უსაფრთხოებაზე. რეგისტრაციის დროს მომხმარებელი აცნობიერებს, რომ სააუქციონო სახლს უფლება აქვს შეგიზღუდოთ საიტის გამოყენება და მოახდინოს მომხმარებლის რეგისტრაციის დეაქტივაცია.

საიტზე შესაძლებელია მითითებული იყოს მესამე პირის მფლობელობის ბმულები. სააუქციონო სახლი არ იღებს პასუხისმგებლობას ამ ბმულებზე. ეს ბმულები წარმოდგენილია მხოლოდ მომხმარებლის ინფორმირებულობისათვის.

მომხმარებელი აცნობიერებს და ეთანხმება, რომ სააუქიონო სახლს და მის თანამშრომლებს არ მოსთხოვს რაიმე ზარალის კომპენსაციას. სააუქციონო სახლი და მისი თანამშრომლები არ იღებენ პასუხისმგებლობას ნებისმიერი მიზეზით გამოწვეულ ზიანზე.

სააუქციონო სახლი არ უზრუნველყოფს შეძენილი ნივთების ტრანსპორტირებას (თუ სხვანაირად არაა მითითებული). სააუქციონო სახლი არ იღებს პასუხისმგებლობას მის მიერ მითითებულ რეკომენდირებულ კურიერის სერვისებზე და ტრანსპორტირებისას შექმნილ რაიმე ზიანზე.

საკონტაქტო ინფორმაცია
  • საქართველო, თბილისი, 1100
    ვაჟა-ფშაველას 71 ოფისი 1/35
  • 322 39 33 50
  • info@auctionhouse.ge